პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის შვილი ქეთევან გორჯესტანი სოციალურ ქსელში წერს, რომ გაოცებულია პირველი ტურის შედეგებით.
“მე ჯერ კიდევ არ შემიძლია ავხსნა საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ტურის შედეგები. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ მხრივ კიდევ იყოს დებატები. დაივიწყეთ ის ფაქტი, რომ ის დედაჩემია, ის არის ქალი, რომელმაც 30 წელი ფრანგულ დიპლომატიაში გაატარა. ევროკავშირში, ნატოსა და გაეროში. მან მიატოვა დიპლომატიური სამსახური, რომ ემსახურა საკუთარი ქვეყნისთვის, ჩართული იყო საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებაში, უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტად ეყარა კენჭი.
მისი ოპონენტის კარიერა კი საბჭოთ დიპლომატიურ სამსახურში საკმაოდ მაღალ თანამდებობას მოიცავს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავდაპირველად უარს ამბობდა რუსეთის მოქალაქეობის დათმობაზე, იმის მიუხედავად, რომ ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა იყო. მის საარჩევნო კამპანიას რუსული პიერ კამპანია უძღვება, იყენებენ იმავე სიძულვილის ენასა და ყალბ ამბებს, რომელსაც რუსები იყენებდნენ მსოფლიო მასშტაბით არჩევნების დროს, ახლა იყრის კენჭს პრეზიდენტობის პოსტზე და პირობას დებს, რომ დააბრუნებს ხელისუფლებაში ხალხს, რომლებიც წლების განმავლობაში ატერორებდა ქართველ ხალხს.
ამ არჩევნებში ერთადერთ პროდასავლული და პროევროპელი კანდიდატი მონაწილეობს. ადამიანი ვისზეც მისივე ცხოვრება და კარიერა მეტყველებს”, – წერს ქეთევან გორჯესტანი.
სალომე ზურაბიშვილის შვილები, ქეთევანი და თემურ გორჯესტანები დედის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული. ორივე მათგანი საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. ქეთევანი France 24-ის რეპორტიორი და სპორტული რედაქტორია.
“დაივიწყეთ ის ფაქტი, რომ ის დედაჩემია, ის არის ქალი, რომელმაც 30 წელი ფრანგულ დიპლომატიაში გაატარა”
2018/10/31 14:43:55
კომენტარები
ნანახია: 906 ჯერ