საზოგადოება „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 7 ნოემბერს, სიმბოლურ დღეს, რუსთაველის თეატრში შეკრება იგეგმება. მიმართვის ხელმომწერების განცხადებით, შეკრებაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს!
დღეს, თითოეული ჩვენგანი დგას რეალობის წინაშე, როდესაც – სააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება.
ამიტომ, ყველა, ვინც ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს – ვალდებული ვართ, დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა საფუძვლიანი პრეტენზია და დავიცვათ ჩვენი მთავარი მონაპოვარი – თავისუფლება.
სწორედ ამიტომ, 7 ნოემბერს, ამ სიმბოლურ დღეს, 14:00 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველის თეატრში, შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ერის – საბოლოო გამარჯვებას ბოროტებაზე, არა ძალადობით, ტერორით, ტყუილითა და დაშინებით, არამედ – საარჩევნო ყუთთან, ჩვენი მთავარი იარაღით – ამომრჩევლის ხმით.
არ დავუშვათ ბნელი წარსულის დაბრუნება!
მე ვიცავ თავისუფლებას!“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: დავით მაღრაძე, კოკა გუნცაძე, გიორგი ხაინდრავა, კოტე ჯანდიერი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ბათიაშვილი, თამაზ ჯოლოგუა, ირაკლი მეძმარიაშვილი, თემურ ნანეიშვილი, დაჩი ცაგურია, ვანო კიღურაძე, ქეთი დუმბაძე, დავით უჯმაჯურიძე, თაზო გამცემლიძე, ზაზა შათირიშვილი, გიორგი ზერეკიძე, ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი აბდალაძე, აკა დუმბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, გია გაბრიჭიძე, ნუცი ანთაძე, ქეთი ჟორჟოლიანი, ნუცა აბაშიძე, ნინო ჭანტურია, სერგი შუღაროვი, ლევან კობალაძე, ლევან მაჭარაშვილი, მალხაზ თოფურია, თემურ რადიანი, ირაკლი ჭანტურია, კობა დავითაშვილი, გიორგი უძილაური, კობა გოცირიძე, გოჩა გუგუნავა, დათო გელოვანი, ლაშა გიორგაძე, თამარ სანოძე, ირაკლი ყაჭიური, თეა გადაბაძე, ნინო სუთიძე, რომა შაქარიშვილი.