საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის განცხადებით,
„ნაციონალური მოძრაობა“ შეწყალების ინსტიტუტის პოლიტიზირებას ცდილობს, რაც საზოგადოებაში არეულობასა და უსამართლობის განცდას გამოიწვევს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების რიტორიკა მათთან დაპირისპირებული მოსახლეობის დიდი ნაწილის მოღალატედ გამოცხადებასა და გარიყვაზეა ორიენტირებული, რაც ფოფხაძის განცხადებით, საზოგადოებაში გარდაუვალ ესკალაციას შექმნის.
გედევან ფოფხაძემ არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები მოხდეს.
„როცა ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს – ბიძინა, გედი, ეკა, სალომე, იწყებ უკვე სამოქალაქო ომსაც და დაპირისპირებასაც, წირავ ვიღაცებს. არანაირი წმენდა „ქართულ ოცნებაში“ საჭირო არ არის. წამსვლელი უნდა წავიდეს, დამრჩენი დარჩეს. წავა ის, ვინც ვეღარ ნახავს თანხვედრას ამ გაერთიანებაში“, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.