დღეს ხშირად ისმის, არ ავირჩევთ ჩვენ მოღალატე პრეზიდენტს. ხიად, ვეთანხმები „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა ჩვენთვის არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და ეს 2011 წლის ჰააგის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ წააგეს დავა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„სტრასბურგში როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, შემდეგ გვაქვს რამდენიმე სცენარი განხილვაში, რომ ეს 2011 წელს სამარცხვინოდ წაგებული დავა, როგორმე შევატრიალოთ და სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოვიყენოთ, როგორც ახალი გარემოება. რადგან იმ გადაწყვეტილების, რომლითაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ჰააგიდან დაბრუნდა, ერთადერთი შებრუნების მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც მე უნდა ვცადო მაინც, რომ საქმე შევატრიალო.
2011 წლის ჰააგის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ წააგეს დავა. ეს უფრო არის მოღალატეობრივი და კითხვები არის პასუხგასაცემი. მილიონობით დოლარი რომ დაიხარჯა ამის ადვოკატირებაში, რატომ დადგა ეს მარცხი. დღეს ეს ჩემი ტვირთია, რომ საქმე შევაბრუნო, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა და ამისთვის ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1-ელ აპრილს ეს დავა წააგო. აღნიშნული გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.