არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცესკო-ს სახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები არ არის საჭირო.
„არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახით. ვფიქრობ, უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონით და ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კომენტარები