ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, შედეგად კი დამწვარია 6 კვ.მ ფართობი.
„ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
კომენტარები