გერმანიაში მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელის, 17 წლის ავღანელის ოთახში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დროშა იპოვეს. ამის შესახებ ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იოაჰიმ ჰერმანმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტევრიუში განაცხადა.
ექსტრემისტლი დაჯგუფების დროშა ხელით არის დახატული.
“დიდია ალბათობა, რომ ეს იყო ისლამისტების თავდასხმა”, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ჰერმნაის თქმით, 17 წლის თავდამსხმელი ქალაქ ოქსენფურტში, გერმანელების ოჯახში ცხოვრობდა. ის სავარაუდოდ გერმანიაში ახალი ჩასული იყო.
კომენტარები