თბილისში, გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე სპეცრაზმმა და სამართალდამცველებმა უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ,,რუსთავი 2″ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით,გავრცელებული ინფორმაციით სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეტა სამინისტრო ჯერ ჯერობით აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.