დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო საქართველოში იტალიის საელჩო მწუხარებას გამოხატავს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს და თბილისში მომხდარი საშინელი აფეთქებით დაზარალებულებს და მათი ოჯახის წევრებს“, – ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში.
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.
კომენტარები