მე მაქვს ჩემი საკმაოდ საფუძვლიანი, სკეპტიკური დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ს კვლევების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის დღევანდელ კვლევას არ გაცნობია, თუმცა მას მაინც სკეპტიკურად აფასებს.
“კვლევებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი საკმაოდ საფუძვლიანი, სკეპტიკური დამოკიდებულება, ვინაიდან, წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები შემდგომში მიღებულ რეალობას არ ემთხვევა. ამიტომ ჩვენთვის მთავარია, რომ მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომში საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რა არის მათთვის პრიორიტეტი, რომელი ჯგუფია მათთვის უფრო მისაღები, რომელი გუნდია უფრო მისაღები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი უალტერნატივოდ, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი NDI-ს კვლევაზე: მე მაქვს საკმაოდ საფუძვლიანი, სკეპტიკური დამოკიდებულება კვლევებთან დაკავშირებით
2016/07/27 19:13:34
ნანახია: 1942 ჯერ