ჰოსპიტალიზაციისას პაციენტმა დაკარგა გონება, ხოლო მონიტორზე დაფიქსირდა გულის გაჩერება, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“კიდევ ერთი წარმატებული რეანიმაცია და გადარჩენილი სიცოცხლე.
გამოძახების ადგილზე მისულ 0929 ბრიგადას (უფროსი ექიმი ინგა მანჯავიძე, უმცროსი ექიმი ნინო ხაჭვანი, მძღოლი ვალერიან გელაშვილი) ხანში შესული მამაკაცი მკერდის მწვავე ტკივილით დახვდა.
კარდიოგრამის გადაღებისას დაფიქსირდა მიოკარდიუმის ინფარქტი. დაწყებულ იქნა მედიკამენტური ჩარევა. ჰოსპიტალიზაციისას პაციენტმა დაკარგა გონება, ხოლო მონიტორზე დაფიქსირდა გულის გაჩერება.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა წარმატებით განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც კლინიკაში მისვლამდე, სინუსური რითმი აღდგა და ნათელი ცნობიერებით მამაკაცი შეყვანილ იქნა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.