რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი ” მოირა” კიდევ ერთი პრიზის მფლობელი გახდა. ფილმმა ამჯერად ბურგასის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ფესტივალზე სულ 14 ფილმი იყო წარდგენილი.
რეჟისორის თქმით, ფილმის წარმატების შესახებ გუშინ შეიტყო.
ლევან თუთბერიძის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი “მოირა” ოსკარზეც იყო წარდგენილი, სადაც ფილმის ჩვენებას ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კომენტარები