თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევში, მერი მაღრაძეს ესტუმრა. რომელიც დღეს 100 წლის გახდა.
მერმა ამის შესახებ Facebook-ის პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ეს არის ყველაზე განსახვავებული და სასიამოვნო პირდაპირი ჩართვა.
მისივე შეფასებით, იუბილარი ბებო შესანიშნავ ფორმაშია და დღემდე აქტიურად ვარჯიშობს.
გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა, რომ ბებომ ის მისი ხელით გამომხვარ ხაჭაპურზე დაპატიჟა.
მერმა პირდაპირი ჩართვით ისარგებლა და დღეს დაბადებულ ყველა იუბილარს მიულოცა დაბადების დღე.
კომენტარები
