დღეიდან ლონდონის ქუჩებში უფრო მეტი შეიარაღებული სამართალდამცავი იქნება. ლონდონის პოლიციის უფროსის ბერნარდ ჰოგან-ჰოუს განცხადებით, შესაბამისი ზომის მიღება ევროპაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გადაწყდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში იყვნენ შეიარაღებული ოფიცრები, რომლებიც საფრთხეზე რეაგირებას შეძლებენ“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ლონდონის ზოგიერთ რაიონში პატრულირება 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება, პირველ რიგში საუბარია ტურისტულ ღირშესანიშნაობებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებზე.
კომენტარები