გლობალური მშვიდობის ინდექსი “ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის” მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება და სხვადასხვა ინდიკატორების საშუალებით ქვეყნების მშვიდობიანობის დონეს ზომავს.
2019 წელს “გლობალური მშვიდობის ინდექსში” საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა და 163 ქვეყანას შორის 99-ე ადგილი დაიკავა. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც 2008 წლის შემდეგ 20%-ით უფრო მშვიდობიანი გახდა.
ანგარიშის თანახმად, “გლობალური მშვიდობის ინდექსის” რეიტინგში საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს. სომხეთი 118-ე, აზერბაიჯანი – 130-ე, თურქეთი 152-ე, რუსეთი კი 154-ე ადგილზეა. მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნებია ისლანდია, ახალი ზელანდია და პორტუგალია.
“ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი” ყოველწლიურად 160-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იკვლევს. ინდექსს რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს, როგორიცაა ომი, ტერორიზიმი, პოლიციელების მხრიდან ძალადობა, შეიარაღების ექსპორტი, საზოგადოების ერთიანობა და ადამიანის უფლებების დაცვა.