თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას ტოვებს.
არსებული ინფორმაციით, ბაიდარაშვილმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ის მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად სანდრო ტოგონიძე დაინიშნება. ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის ადგილს კი ტოგონიძის მოადგილე გიორგი ებანოიძე დაიკავებს.
კომენტარები