„კონკრეტულმა პირებმა დღეს დამანახა ის, რომ, თურმე, ზაზა სარალიძე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ყოფილა საჭირო!!!“, – აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
ზაზა სარალიძე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მიმართავს და აცხადებს – „ნუ ცდილობთ, პარტიული ინტერესები მიაწეროთ ჩემს ოჯახს, რასაც აქამდე ახორციელებდნენ!“
„ ძალიან სამწუხაროა, რომ მიწევს ამ სიტყვების დაწერა და რეალური სურათის აღწერა!!!
ადამიანები,რომლებიც თავგამოდებით მიცავდნენ, როდესაც თითს იშვერდნენ ჩემკენ, თითქოს, რომელიმე პარტიის ინტერესების გასატარებლად ვიდექი რუსთაველზე და ათასგვარ ჭორებს თხზავდნენ ჩემს ოჯახზე!!!
დღეს იგივე ადამიანები ანალოგიურ ცილისმწამებლურ განაცხადებს აკეთებენ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ!!!
ასევე, ამ კამპანიაში ჩართულნი არიან ის პირებიც, რომლებიც ჩვენი აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები იყვნენ და ათასგვარ სამართლებრივ გზაზე დაგვეხმარა არა მარტო ფიზიკურად, არამედ – მორალურად და ფინანსურად!!!!
მაგრამ კონკრეტულმა პირებმა დღეს დამანახეს ის, რომ, თურმე ზაზა სარალიძე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ყოფილა საჭირო!!!
როდესაც სიმართლის კარი გაიღო და ამაში თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ ემიგრანტსა და იმათაც, რომლებმაც ტალახი გვესროლა, საერთოდ, თითოეულ ადამიანს, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა, ზაზა სარალიძე,მისი მეუღლე, ქალიშვილი და ყველა ოჯახის წევრი უღრმეს მადლობას გიხდით!
მე არ ვარ საჯარო მოხელე და არ ვაგროვებ მხარდამჭერებს იმისთვის, რომ სადმე ვინმეს შევეჯიბრო!
ჩემი მხარდაჭერა, ვფიქრობ, ნიშნავს სიმართლისა და ჭეშმარიტების მხარდაჭერას!
ნუ ცდილობთ პარტიული ინტერესები მიაწეროთ ჩემს ოჯახს, რასაც აქამდე ახორციელებდნენ!
ყველა პარტიის ლიდერების საყურადღებოდ ვამბობ ამ სიტყვებს!
“ოცნებიდან” დაწყებული ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მივმართავ!
ნუ ახორციელებენ ნურცერთი მხარის აქტივისტები ჩემ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას იქედან გამომდინარე, რომ ამით ერთმანეთში თესავთ შუღლსა და ბოროტებას!!!
ამით მე არაფერი დამიშავდება!!!
მკვდარი არც მეორედ კვდება და აღარც ტალახში ისვრება!!!
მაგრამ თქვენ ამით მიკლავთ ცოცხალ შვილს და უნადგურებთ მას საქართველოსა და ქართველი ხალხის სიყვარულს!!!!
არ არის აუცილებელი, 12 სადისტური ჭრილობით დაჩეხონ, თქვენი სიტყვებით ცოცხლად მარხავთ საქართველოს მომავალს!!!
და შემდეგ გიკვირთ, რატომ გაქციათ ხალხმა ზურგი!!!
ნურავინ ფიქრობს, რომ ზაზა სარალიძემ სიმართლეს მიაღწია!!!
უბრალოდ, სიმართლის კარი გაიღო თქვენი თანადგომით!!!
ყველაზე რთული ეტაპი აწი იწყება და იმედი მაქვს სრულ ჭეშმარიტებამდე მივალთ და სამართალი საბოლოოდ აღდგება!!!!
თუმცა ამით შვილს ვერ დავიბრუნებ!!!
იმიტომ, რომ ის უკვე დაჩეხეს სადისტურად და დღეს სოფ.გლდანის სასაფლაოზე განისვენებს!!!
არ მინდა იმის მოსმენა, როცა მეუღლე და შვილი მეუბნება:
-ეს ადამიანები ხომ ჩვენ გვერდით იდგნენ და დღეს რატომ გაქციეს ზურგი?
ჯერ კიდევ თავს ვიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან!!!
არ მინდა იმის დაჯერება, რომ ვინმეს არ მოეწონა ჭეშმარიტ გზაზე ამ საქმის დადგომა, რასაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სადისტურად მკვლელობის საქმე ჰქვია!!!
მკვლელობის საქმეს ხაზგასმით ვწერ იმიტომ, რომ ადამიანებისთვის, ვისაც ეს არ გამოუცდია და უფალს ყოველი ლოცვის დროს ვევედრები,რომ არავის გამოაცდევინოს, ეს მართლაც მკვლელობის საქმეა!!!
მე ნუ მიცოდებთ იმიტომ, რომ ეს ჯვარი მუდამ სატარებელი მექნება!
შეიცოდეთ საქართველოს მომავალი და ერთმანეთის ლანძღვა გინებას ნუ ასწავლით!!!!
მე ამით არაფერი დამიშავდება და არც ბრძოლის შეწყვეტას ვაპირებ მიუხედავად იმისა, რომ ხელახალი დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო!!!
ვინც უნდა დამიდგეს წინ, არ აქვს ამას მნიშვნელი, ყველას შევაკლავ თავს და ჩემი სადისტურად მოკლული შვილის დამცირებას არავის ვაპატიებ!!!
ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული თქვენგანი და დიდი მადლობა ყველას მიუხედავად იმისა, დღეს მტრად მიყურებთ თუ მოყვარედ!“, – წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.
„თურმე, ზაზა სარალიძე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ყოფილა საჭირო!“
2019/06/24 16:21:50

კომენტარები
ნანახია: 1423 ჯერ