თბილისში, რიყეზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, ისინი სიმაღლიდან გადავარდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მომხდარის მიზეზებსა და სხვა დამატებით დეტალებზე უწყებაში ჯერ ვერ საუბრობენ.
კომენტარები