გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 20 ივნისს დაშავებული პოლიციელები თურქეთში დასასვენებლად გაგზავნეს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
Facebook მომხმარებლები პოსტებს აქვეყნებენ და დაშავებულ პოლიციელებს მხარდაჭერას უცხადებენ: ეკა სილაგაძე, საკუთარ გვერდზე წერს:
“დილას ვინმე Ana Bibilashvili – რომელმაც სავარაუდოდ დამბლოკა მერე, პოლიციელის ფოტოზე, სადაც ახსნილი იყო, რომ ქვა მოხვდა და ასე დაუზიანდა მხედველობა ადამიანს, რომელსაც ყველა ომში რუსების წინააღმდეგ აქვს ნაბრძოლი – ეს ფაქტი, ქვის მოხვედრის, ჰქონდა ”დაჰაჰავებული”… ვიდრე ერთი მიშას აღტკინებით მიტინგზე მდგომი საზოგადოება ვერ მიხვდება, რომ ადამიანების დაზიანებული ჯანმრთელობა ერთნაირად ტრაგედიაა, არაფერი ეშველება და არც გულშემატკივრად დავუდგებით გვერდზე მშვილდაძის, კაპანაძის, ხაბეიშვილის ყივილით გაბრუებულ სექტანტებს, თუნდაც ეწეროთ – ნუ მაბრმავებ! თქვენ ბრმები ხართ ისედაც! ბრმად შობილები! დიდი განსხვავებაა იმ პასუხისმგებლობას შორის რაც ჩვენ, ოცნების ამომრჩევლებს გვაქვს და მიშას ამომრჩევლებს აკისრიათ. ჩვენ ვითხოვთ, დაისაჯოს ყველა! თქვენ ითხოვთ, დაისაჯოს მხოლოდ ერთი მხარე! ჩვენ ვითხოვთ, მინისტრის დონეზეც კი, პასუხისმგებლობა გაიზიაროს და გადადგეს… თქვენ არასდროს, არასდროს მოითხოვდით იგივეს მიშას პირობებში! ლაშა მებონია, კი რომელიც ერთ-ერთი დაშავებული პოლიციელის მეზობელი აღმოჩნდა facebook პოსტს აქვეყნებს და წერს: “Fb ჩავრთე და ლამის მეც ენა ავიმყრალე. ვიმეორებ, დაზარალებული პოლიციელი გია ჯალაღონია ჩემი.მეზობელია. რეებს ბოდიალობთ?.რა შვებულება და პრემია? საერთოდ გონზე ხართ? იმ ავბედით ღამეს ქვა თვალში მოხვდა და გადაყვანილია სამკურნალოდ! ნუ შეუკიკინეთ რა, თავისი ჯამრთელობის პრობლემები.არ აკლია? იმისთვის რომ იბრძოლოთ სამართლიანობისთვის, თვითონ ბოღმის ბუკეტები არ უნდა იყოთ.