პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“იცით რა პრინციპული განსხვავებაა ქართულ და ევროპულ მანიფესტაციებს შორის? აქ როგორც წესი ძირითადი მოთხოვნა ყოველთვის ფუნქციონერის დასჯის უმაღლესი ფორმა – “გადადგომაა” რადგან ითვლება, რომ ნებისმიერი რანგის თანამდებობა ჯილდოა რაღაც დამსახურებისათვის( მაგალითად სპორტში, ესტრადაზე წარმატებისათვის..ყველაზე ხშირად ერთგულებისათვის) , რომელიც ისევე შეგიზლია წაართვა, როგორც უბოძე ძღვენივით… იქ პირიქით, მანიფესტაციით ცდილობენ ფუნქციონერს გააკეტებინონ ის რაც სურთ და სულ ფეხებზე კიდიათ ამას კონკრეტულად რა სახელისა და გვარის თუ მორალის ფუნქციონერი გააკეტებს.
საერთოდ თავების დაყრის პერსპექტივა ძალიან მიმზიდველია ჩვენთვის. გვიყვარს ეს საქმე და კარგადაც გამოგვდის” – წერს პუბლიცისტი.
კომენტარები