“თუ არ დავუშვებთ შეცდომებს, თუ ესკალაციის ნებისმიერ ფორმას ავიცილებთ, ყველა ერთად ვიქნებით რუსული სამხედრო ბაზების წასვლის თვითმხილველნი, გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“2005 წელს მე აქ, ბათუმში ვიმყოფებოდი, რუსული აღჭურვილობით პირველი გემის გასვლას ვუყურებდი მას შემდეგ, რაც სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები შედგა.
დარწმუნებული ვარ, რომ თუ არ დავუშვებთ შეცდომებს, თუ ყველა ერთობლივად ჩავერთვებით, თუ ესკალაციის ნებისმიერ ფორმას ავიცილებთ, ყველა ერთად ვიქნებით რუსული სამხედრო ბაზების წასვლის თვითმხილველნი, გუდაუთიდან და ცხინვალის რეგიონიდან”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კომენტარები