ფრანგმა სამართალდამცველებმა მორიგი ტერაქტი აღკვეთეს. ძალოვანებმა 16 წლის გოგო დააკავეს, რომელიც თავდასხმას ამზადებდა.
ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი მოზარდი რამდენიმე დღის წინ ქალაქ მელენში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის ახალგაზრდა ISIS -ის წევრებს პროპაგანდისტურ წერილებს უგზავნიდა, დაჯგუფებას თავდასხმების სერიის მოწყობისკენ მოუწოდებდა და ერთ-ერთი ტერაქტის შესრულებაში მონაწილეობას სთხოვდა.
პროკურატურამ მოზარდს ტერორისტებთან შეთქმულებისა და ტერაქტის მოწყობის წახალისების ბრალი წაუყენა.
კომენტარები