“2020NEWS”-ს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საქართველოს საზღარს გადმოკვეთს, ქართველი სამართალდამცველები მას დააკავებენ. “საზღვარს რომ გადმოკვეთს, დააკავებენ“, – განაცხადეს პროკურატურაში.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კეზერაშვილმა საქარტველო დატოვა და ამჟამადაც პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება. კეზერაშვილის წინააღმდეგ ქართულმა მართლმსაჯულებამ 4 მიმართულებით დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
ესენია – ფოთის პორტი და მამა-შვილი ნიჟარაძეები, კონტრაბანდული სპირტის საქმე, ტელეკომპანია “იმედის” და საპროტესტო აქციების დარბევა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. რაც შეეხება მესამე ბრალს, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.
საქმე – მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები და დავით კეზერაშვილი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნეს საქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნეს-გავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული.
იმ პერიოდში, ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები. პროკურატურის ცნობით, კეზერაშვილმა ბიზნესი ძალადობის გამოყენების მუქარით მიითვისა. პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ბრალი 2015 წლის 2 ივლისს წარუდგინა. თუმცა 2018 წლის 12 იანვარს აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლომ კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო. მეორე საქმე – 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “იმედში” შეჭრის საქმე.
სახელმწიფო ბრალდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ზურა ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 2014 წლის 1 აგვისტოს ყოფილ მაღალჩინოსნებს: მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს “იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარუდგათ,რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2018 წლის 19 ივლის საქალაქო სასამართლომ მაღალჩინოსნების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კონტრაბანდული სპირტის საქმე და დავით კეზერაშვილი – გამოძიებამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამის სახით აღება ედავებოდა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბიზნესმენი კეზერაშვილი სიძესთან, მეირ ჯანაშვილთან ერთად იყო ბრალდებული. ჯანაშვილი სასამართლომ ქრთამის აღების საქმეში გაამართლა, თუმცა, ჯანაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით – კონტრაბანდაში, 362-ე მუხლით – ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და 21-ე მუხლით – ყალბი ანგარიშწორების ბარათის გამოყენებისთვის დამნაშავედ სცნეს. მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით შეეფარდა. გაგრძელება
