საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 5 სექტემბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9660 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9683 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0023-ით გამყარდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2668 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2464 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0204-ით გაუფასურდა.
ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.6153 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.5706 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0447-ით გაუფასურდა.
თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5220 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5145 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0075-ით გაუფასურდა.
კომენტარები