ახლადდაფუძნებული “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ტონის და სიტყვათა წყობის შეცვლას ურჩევს.
“მივმართავ სააკაშვილს – ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს, როდესაც ჩემზე საუბრობს. ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ჩემთვის დასრულებულია. როცა პრეზიდენტი და ქვეყნის მათავარსარდალი იცვლის პასპორტს, ის ადამიანი ჩემს პატივიცსემას არ იმსახურებს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში”მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ, რომელაც ხაზარაძის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვით, მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა. სააკაშვილმა ხაზარაძე „კრიალოსან ბიჭად“ მოიხსენია და ივანიშვილთან ერთად მევახშე უწოდა.