არ მინდა, რომ წმინდა სინოდი და ზოგადად ეკლესია ქართულ პოლიტიკურ სისტემას ემსგავსებოდეს, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ქართული ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.
“არ მინდა, რომ სინოდი და ზოგადად ეკლესია მეტად და მეტად ემსგავსებოდეს ქართულ პოლიტიკურ სისტემას და პარტიულ ცხოვრებას. არ მინდა ვხედავდე, რომ არის ბრძოლა წესების გარეშე ძალაუფლებისთვის, რაც საერო ცხოვრებაში სამწუხაროდ ტრადიციად დამკვიდრდა. მინდა, რომ ეკლესიიდან ზნეობრიობის, მაღალი კულტურის, სიყვარულით ნაკეთები საქმის მაგალითს ვხედავდეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფო ორგანოების ინტერესებში უნდა იყოს თუ ვინმე მოქალაქე ვინც არ უნდა იყოს ის მიანიშნებს იმაზე, რომ მან იცის ჩადენილი დანაშაულის შესახებ გამოკითხონ იმისთვის, რომ თუ ჩადენილია დანაშაული ის გაიხსნა, ხოლო თუ არასწორი ინფორმაციაა საზოგადოება დაამშვიდონ, რომ ასეთ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
“არ მინდა, რომ წმინდა სინოდი და ზოგადად ეკლესია ქართულ პოლიტიკურ სისტემას ემსგავსებოდეს“
31.10.2019 14:03:57

ნანახია: 610 ჯერ