წმინდა სინოდის სხდომას და საპატრიარქოს ირგვლივ ანვიტარებულ მოვლენებს მამუკა ბახტაძე ეხმიანება.
მისი შეფასებით, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლის ისტორია თავისუფლებისთვის.
„ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლის ისტორია თავისუფლებისთვის. ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელებს უამრავი დაბრკოლებისა და განსაცდელის გადატანა მოუწიათ.
მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედა ეკლესიაში იგრძნობოდა და ამიტომაც, ხშირად ის ხდებოდა შეტევის მთავარი სამიზნე.
მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს მხნეობა და ჯანმრთელობა“, – წერს სოციალურ ქსელში მამუკა ბახტაძე.
კომენტარები