ხანდახან, სისულელეებს საზღვარი არ აქვს. არსებობს ბიზნესგარემო და ურთიერთობები, რაც მსოფლიოში ყველასთვის ჩვეულებრივია „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რომელსაც სექტა და წარმონაქმნი ჰქვია, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკი აცხადებს.
„ხანდახან, სისულელეებს საზღვარი არ აქვს. არსებობს ბიზნესგარემო და ურთიერთობები, რაც მსოფლიოში ყველასთვის ჩვეულებრივია „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რომელსაც სექტა და წარმონაქმნი ჰქვია. ბიძინა ივანიშვილი გაცილებით უფრო საინტერესო რამეს საუბრობს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ გააფთრებული შეტევა არის იმ პასაჟზე, რომ ქველმოქმედებიდან გაცილებით მეტი აქვს ამოღებული. როგორც ჩანს, არითმეტიკაც არ იციან. რეალურად, ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება, ეს არის მისი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე და ისტორიის გარკვეულ მონაკვეთზე. ბიძინა ივანიშვილი ამ პასუხისმგებლობას თავდამბლობით, ენთუზიაზმითა და სამშობლოს მიმართ პატრიოტული დამოკიდებულებით ახორციელებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.