“ბოლო პერიოდში ვგრძნობ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს ჩემს მიმართ და ალბათ, ეს იყო მიზეზი ამ რეპლიკების,” – ასე უპასუხა მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ “კურიერს” კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა ის “ნაციონალური მოძრაობას”, რომლის წევრებმაც მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “მონა” უწოდეს.
დაჩი ბერაია ამ ინციდენტს სიტყვიერ დაპირისპირებად არ აფასებს.
“სიტყვიერ დაპირისპირებას ამ პროცესს ვერ დავარქმევდი. ბოლო პერიოდში ვგრძნობ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს ჩემს მიმართ და ალბათ, ეს იყო მიზეზი იმ რეპლიკებისა, რომელიც ჰქონდა ჩემს მიმართ,”– განაცხადა დაჩი ბერაიამ.
კომენტარები