საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ეხმაურება:
„ნიკა მელია ჩემს თვალში არის ნამდვილი გმირი. ვამაყობ, მისი თანამებრძოლი რომ ვარ. ყვარყვარე ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან ამ ქონდრის კაცის სიმაღლე უბრალოდ ვერ მისწვდება ნიკას ვერსად და სულ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება,“ – წერს სააკაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი გუშინ უყარეს.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
კომენტარები