პირველი მინისტრი, რომელიც საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგება, ეკატერინე ტიკარაძეა. დღეს ჯანდაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ.
თებერვალში, ასევე, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მოსმენაც. საკანონმდებლო ორგანოში ივანე მაჭავარიანი “მინისტრის საათის” ფორმატში 18-21 თებერვლის კვირაში მივა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს გაიხსნა. ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, გუშინდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებების გარეშე წარიმართა და დეპუტატებმა მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.
კომენტარები