პარლამენტში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის შეკრება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს “ნაციონალური მოძრაობის” ჭიჭყინი უწოდა:
“კომიტეტის მუშაობა, რეგიონების მდგომარეობა… ნელ-ნელა შევდივართ საარჩევნო ფაზაში და გვინდა რომ ყველაფერი იყოს გააზრებული, რაც შეეხება გარეთ ნაციონალური მოძრაობის ჭიჭყინს, ამაზეც გვქონდა… რა ვუყოთ ამ ხალხს, შევწვათ, მოვხარშოთ, ნახევარი ესე, ნახევარი ისე… სად წავიდნენ, მაგრამ ეს მათი საქმეა,”– განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
კომენტარები