„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის იწყებს მზადებას.
“უნდა იყოს ასე – აქ აქცია პიკეტი, იმიტომ, რომ ხალხის რჩეული, რომ ჰქვია და ხალხს, რომ ემალება, ხალხმა უნდა შეახსენოს საკუთარი მოვალეობა. პარალელურად, იქნება ისეთ დროს, როდესაც პარლამენტი არ არის, რაიონებში აქციები და თებერვლის განმავლობაში დაზუსტდება, დიდ აქციას დავაანონსებთ და ამ აქციისთვის იქნება მზადება. იმ სუბიექტს, კობახიძე, რომ ჰქვია, უნდა შევახსენო, რომ საკუთარ თავზე ითვალოს თმები ჯობია, ვიდრე ქუჩაში ხალხი,” – განაცხადა გიგი უგულავამ.
კომენტარები