ჩვენი ეკონომიკა რომ გაძლიერებულიყო ქართველ ქალებს არ მოუწევდათ შვილების მიტოვება, კაცები მიდიან პოლონეთში, ქალები საბერძნეთში და იტალიაში, იქ უვლიან მოხუცებს, – ამის შესახებ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ საუბრობს.
„ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, ამათ დროს ნული პროცენტით, ბავშვები დაგვეწვა. ბავშვები იწვიან იქ, სადაც არის სიღარიბე, სადაც არის გაურკვევლობა. ჩვენი ეკონომიკა რომ გაძლიერებულიყო ქართველ ქალებს არ მოუწევდათ შვილების მიტოვება, კაცები მიდიან პოლონეთში, ქალები საბერძნეთში და იტალიაში, იქ უვლიან მოხუცებს. ნურავინ ნუ დამადანაშაულებს ქსენოფობიაში, მაგრამ ძალიან არ მინდა, რომ ქართველი ქალები ბერძნების მომსახურე პერსონალი იყვნენ. ჩვენი ეკონომიკა დღეს უკვე იქნებოდა საბერძნეთის დონეზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.