მოვუწოდებ შსს- ს, ვინც უარს იტყვის კარანტინზე, ძალის გამოყენებით წაათრიეთ და გაატარეთ კარანტინი, სანამ მართლა იფეთქა ეპიდემიამ, – ამის შესახებანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქში წერს.
“ინფორმაცია მაქვს, რომ რისკ ჯგუფი ქვეყნებიდან ჩამოსული ქართველების გარკვეული ნაწილი უარს ამბობს კარანტინის გავლაზე და ფეხებს აბაკუნებს… ახლა კარგად მომისმინეთ “სვეტებო” და “პრადვინუტებო”, ვინც ამას მართლა აკეთებთ და 10 დღის გატარება არ გსურთ კარანტინში, თქვენ გამო შეიძლება მთელი ერი დაავადდეს! გონს მოუხმეთ, აზრზე მოდით და სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ, თუ შეგრჩათ უნარი აზროვნების. მოვუწოდებ შსს- ს, ვინც უარს იტყვის კარანტინზე, ძალის გამოყენებით წაათრიეთ და გაატარეთ კარანტინი, სანამ მართლა იფეთქა ეპიდემიამ”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
კომენტარები