თბილისის ნაწილს დღეს, გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”ყაზრტანსგაზ-თბილისის” ცნობით, 13 მაისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. N2/4, N8-1, N8-2, N8-3, N8-4, გორგასლის ქ. N40-ში მდებარე შპს “დონნა გრუპ”-ის საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებლებს.
გაზის მიწოდების გარეშე დარჩება ასევე, გულიას ქუჩაზე – რესტორანი “თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი”, სასტუმრო “ბაზალეთი”, გორგასლის ქუჩაზე – ყოფილი ციხეების ტერიტორიაზე არსებული სასჯელაღსრულების N12 დაწესებულება და თავდაცვის სამინისტროს ობიექტი, შპს “პირველი კომპანია”, შპს “საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი”, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი – “ჯიპა”, შპს “ასელი”, “ბილაინ”-ის ოფისი – შპს “მობიტელი”, შპს “ფრესკო” სუპერმარკეტი, სს “კრწანისი-პური”, პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს შენობები, ყოფილი ფაბრიკა “ნადიკვარი”-ს ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტები და სხვა (400-მდე აბონენტი).
გაზმომარაგება ეტაპობრივად სამუშოს დასრულებისთანავე აღდგება.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს.