უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწელ შეთანხმებაზე Twitter-ზე წერს.
მაკკეინის ინსტიტუტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ახლა მთავარი ამ შეთანხმების განხორციელებაა. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს, რომელიც ოდესმე ჩატარებულა.
„შესანიშნავი ამბავი საქართველოსთვის – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს საარჩევნო სისტემაზე! ახლა მთავარია ამის განხორციელება. 2020 წლის არჩევნები ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს, რომელიც ოდესმე ჩატარებულა“, – წერს კურტ ვოლკერი.
კომენტარები