კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც ასახულია ყველა ის დეტალი, რაზეც ჩვენ და ოპოზიციამ შეთანხმება მოვახერხეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმებას საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიესალმა.
„იქნება 120/30-ზე და იქნება ასევე „ჩამკეტი“, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 40 პროცენტიანი და უფრო დაბალი შედეგის მქონე პარტიამ ვერ დააკომპლექტოს მთავრობა. „ქართულ ოცნებას“ ამის პრობლემა არ აქვს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 50-დან 60 პროცენტამდე შედეგი გვექნება და არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. შეთანხმებას საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიესალმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ
კომენტარები