საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომები შესაძლოა გამკაცრდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხდა. მისი თქმით, საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე.
„ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის რომ მაქსიმალურად შემცირდეს რისკები და შემცირდეს ტენდენცია ამ ვირუსის გავრცელების. თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ არის მაქსიმალური სიფრთხილე საჭირო. იმის მიხედვით თუ რა იქნება გლობალური ტენდენცია, რა იქნება ტენდენცია საქართველოში, ამის შესაბამისად შეიძლება მივმართოთ კიდევ უფრო მეტად მკაცრ ზომებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ინფორმაცია ბექა ოდიშარიას დაინფიცირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
„მე რაც მაქვს ინფორმაცია, მას არავითარი ასეთი რისკი არ აქვს იმიტომ, რომ არ ჰქონია არცერთ პირთან კომუნიკაცია, რომელსაც დაუდგინდა ეს ვირუსი“, – აღნიშნა კობახიძემ.