რუსეთში, კურილის კუნძულებზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 500 კილომეტრში მოხდა. კამჩატკას ოთხ რაიონში, მოსახლეობამ დაახლოებით 5 ბალამდე სიმძლავრის ბიძგები იგრძნო.
მიწისძვრის ეპიცენტრი ონეკოტანის კუნძულიდან 228 კილომეტრში დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პარამუშირის კუნძულიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
რეგიონის მცხოვრებლებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მითითებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
წინასაწარი ინფორმაციით, მიწისძვრას კამჩატკაზე მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
კომენტარები