სახელმწიფო ფასის დადგენაზე მუშაობს და საგანგებო რეჟიმში ჩვენ სულ მალე დავადგენთ ამ ტესტების მოხმარების ფასს, რაც იქნება საბაზრო ღირებულება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ტიკარაძემ ამ კომენტარით უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომლის თანახმადაც, „კატასტროფის ცენტრმა „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ კოვიდ 19-ზე სწრაფ ტესტირებას სთავაზობენ ბინაზე გამოძახებით და განმარტავენ, რომ ეს ტესტები აკრედიტებულია, გადამოწმებულია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ. არის თუ არა ასევე აკრედიტებული მსგავსი სხვა კერძო ცენტრები. 150 ლარია ფასი, არის თუ არა ეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი“.
„სახელმწიფო ფასის დადგენაზე მუშაობს და საგანგებო რეჟიმში, ჩვენ სულ მალე დავადგენთ ამ ტესტების მოხმარების ფასს, რაც იქნება საბაზრო ღირებულება. რაც შეეხება ამ კომპანიას, როგორ წინა დღეებშიც მოგახსენეთ, რეგულირების საგენტო და ასევე იმ კომისიის მხრიდან, რომლის შემადგებლობაშიც შედიან ინფექციონიატები, ლუგარის ლაბორატორია, სანდოობა გამოეცხადა მხოლოდ ოთხ კომპანიას და ეს კომპანია არის ამ ოთხი კომპანიის ჩამონათვალში“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.