ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, მაია ნადირაძე ტრადიციულად აგრესიულ პოსტს აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთ ნაწილში პატრიარქსა და მრევლს შეურაცხყოფას აყენებს, ისევე როგორც მისი თანამოაზრეების უმეტესობა. გთავაზობთ ამონარიდს მისი პოსტიდან.
“ვერ მოერიეთ ერთ ბერიკაცს, რომელიც თავის ბნელი მრევლიანად თქვენი მხარდამჭერები გგონიათ. ეგზარხოსი, რომელსაც სულიერ მამას ეძახით, ისე გიშლით პირს, როგორც ეს არაერთხელ უქნია და აქ გელით ცინიზმის კულმინაცია
აი, სწორედ ეგ მშიერი და უკმაყოფილო მრევლი მოგადგებათ დენდროპარკის თუ მინის კოლბის მისადგომებთან. ვერ აუხვალთ მათ გაუმაძღარ გვამებს, ძუნწო რეგვნებო! დიახ, სწორედ ეგენი იქნებიან სისხლს რომ გადენენ… იმიტომ, რომ ჩვენ, ადამიანებს (და არა ქოცებს) არა მარტო იმდენი გონიერება გვაქვს, რომ კარგი და ცუდი გავარჩიოთ, შეასაბამისად იმის უნარიც გვაქვს, რომ თავი გადავირჩინოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ და ქოციანობის ჭირი გადავაგოროთ”- წერს ნადირაძე