მარტო მწირი ინფორმაცია არ არის საკმარისი არა, და დარჩი სახლში! ძალიან დავიღალეთ, ძალიან! – ამის შესახებ პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს.
“იცით რა მინდა გთხოვოთ, გუშინ გვითხრეს, მზის სხივები ანადგურებს ვირუსს, დღეს მომავალ გაზაფხულზე შევხვდეთო, ადრე პირბადე არ ჭირდებოდა ჯანმრთელს, დღეს ყველას უნდა ეკეთოსო. ხოდა ადრე კარგი დრო რომ იყო, აი ვთქვათ, ინგასთან სტუდიაში მოიწვიოთ ყველა, ეპოდემიოლოგი, ვირუსოლოგი, სანიტრები, ექთნებიც, მხოლოდ პროფესიონალები და გამოჯანმრთელებულებიც მათ შორის და მთელი ეთერი მათ დაუთმოთ არ შეიძლება?
რეანიმაციის კადრები ისედაც ვიცით, რეანიმაცია ვირუსის გარეშეც ასე გამოიყურება! ეს მხოლოდ ამდენი იმდენი გამოჯანმრთელებული დასნებოვნებული გავიგეთ, კუბოებიც გავიგეთ, ღმერთმა ყველა მალე გამოაჯანმრთელოს! დასხდნენ დისტანციის დაცვით, სტუდიები იძლევა ამის საშუალებას და ამომწურავად ისაუბრონ ყველაფერზე, ყველას აინტერესებს, მარტო მწირი ინფორმაცია არ არის საკმარისი არა და დარჩი სახლში! ძალიან დავიღალეთ, ძალიან!”, – წერს ნატო დუმბაძე.