საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ვიცეპრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით უკრაინელ კოლეგებთან კონსულტაციები იმართება.
კობახიძემ “ქრონიკის” ეთერში იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
“ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული უკრაინელი კოლეგების მხრიდან. გვაქვს კონსულტაციები კოლეგებთან, მეც და სხვებსაც ჰქონდათ კომუნიკაცია კოლეგებთან რადადან. შესაბამისად, გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ, საბოლოოდ, იქნება მიღებული რაციონალური გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თუნდაც მინიმალური საფრთხის ქვეშ არ დააყენებს უკრაინის ინტერესებს. ჩვენ ვიცით, სააკაშვილის საქმიანობა სახელმწიფო სამსახურში, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული და, ბუნებრივია, არ გვინდა, ასეთი საფრთხეების წინაშე დადგეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.