“შალვა ნათელაშვილს სააკაშვილსა და “ნაცებთან” ფინანსურ-პოლიტიკურმა ნათესაობამ, როგორც ჩანს პოლიტიკური ამნეზია და სკლეროზი გაუმძაფრა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ნათელაშვილის იმ სტატუსს ეხმიანება, სადაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებს “ზონდერებს” უწოდებს, ბადრი პატარკაციშილის ოჯახზე კი წერს – “სირცხვილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს”.
“ამ განცხადებას, ალბათ, პოლიტიკური სიბეცე ან პოლიტიკური უმეცრობა უნდა უწოდო, რომ არ იცოდე ვინ აკეთებს ამ განცხადებას ადამიანი, რომელსაც რომ ჰკითხო პოლიტიკური გამოცდილება და პოლიტიკური ბიოგრაფია გააჩნია, მაგრამ სააკაშვილსა და “ნაცებთან” მისმა ფინანსურ-პოლიტიკურმა ნათესაობამ, როგორც ჩანს, პოლიტიკური ამნეზია და სკლეროზი გაუმძაფრა. სხვას რას უნდა დავაბრალოთ ეს ამბავი ნამდვილად არ ვიცი. “იმედის” დარბევასა და ბადრი პატარკაციშვილის ამბავს თვითონ სააკაშვილ-მერაბიშვილ-გვარამია აღიარებენ და შალვა ნათელაშვილს რაღა დაემართა, თუმცა, რაღა რა დაემართა, როცა ბადრი პატარკაციშვილი სიკვდილის გამპრავებლებთან საკმაოდ კომფორტულად ზის საკუთარ ოფისში, თუმცა ჯერ კიდევ როდის დაუთმო საკრებულოს თავმჯდომარეობა სააკაშვილს გახსოვთ, ალბათ, დაუთმო კი ? არა რა, ამას, არც პოლიტიკური სიბეცე, არც პოლიტიკური უმეცრობა, არც პოლიტიკური შეურაცხადობა არ ჰქვია, ამას სხვა რამე ჰქვია”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.