20 წლის წინ, როცა 2000 წლის გაზაფხულზე ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც სასკოლო ჩანთა გადაკიდებული მივედი ტელეკომპანია „ევრიკაში“, – ამ სიტყვებით დაიწყო პირველი გადაცემა „ტვპირველში“ ნოდარ მელაძემ, რომელმაც „მთავარი არხი“ ცოტა ხნის წინ დატოვა.
ტელეწამყვანმა ვრცლად ისაუბრა მის კარიერაზე, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი 2000-იან წლებში.
ის ასევე გამოეხმაურა კრიტიკოსებს, რომლებიც მისივე თქმით, ამბობდნენ, რომ „ბიძინა ივანიშვილმა იყიდა ან სააკაშვილმა ჩანერგა „ტვპირველზე“.
„20 წლის წინ, როცა 2000 წლის გაზაფხულზე ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც სასკოლო ჩანთა გადაკიდებული მივედი ტელეკომპანია „ევრიკაში“
მაშინ დირექტორს ვუხსნიდი და ვთხოვდი, რომ უნდა ავეყვანე სამსახურში, მოეცა შანსი გამეკეთებინა გადაცემა თინეიჯერებზე.
20 წლის წინ პირველად მითხრეს – კი.
მე და ჩემმა მეგობრებმა შეგროვებული რამდენიმე ლარით წავედით საკანცელარიო მაღაზიაში და ფერადი მუყაოს რამდენიმე ფურცელი ვიყიდეთ,
კედელზე ჭიკარტებით. ძველ კარადას ფერადი ნაჭერი გადავაფარეთ და ასე გავაკეთეთ პირველი გადაცემის დეკორაცია.
ვიღებდით ჩვენით, ვამონტაჟებდით ჩვენით, საეთეროს ყველაფერს ვამზადებდით ჩვენით. ტელევიზიაში არ დავიბადე, მაგრამ ტელევიზიაში გავიზარდე.
უკვე 20 წელია ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებ აქ.
ხშირად ამბობენ ჩემზე, რომ გიჟი ვარ, მაგრამ რა ვქნა, ამით ვცხოვრობ. ტელევიზიის წარმატებას ვამაყობ, მასთან ერთად განვიცდი და მასთან ერთად ვიზრდები.
როდესაც გადაცემის დაწყებამდე ამ ნოტებს ვუსმენ ვნერვიულობ, ისე როგორც პირველ ჯერზე.
ეს არ არის ადგილი მშიშარა ადმიანებისთვის. არასდროს მეშინია დავიწყო ნულიდან, დავიწყო თავიდან, იმიტომ რომ ტელევიზიას ქმნიან ადამიანები და არა სატელევიზიო ტექნიკა.
ბევრი წელი ვიყავი ახალი ამბების კორესპონდენტი, ვმუშაობდი იქ, სადაც ტყვიების გამაყრუებელი ზუზუნი ისმოდა და წინ აფეთქებული ნაღმების ნისლი გზა უბრალოდ აღარ ჩანდა.
ბოლო ერთი თვეა რაც აღარ ვარ მთავარ არხზე, მოვისმინე შეთქმულების მილიონი თეორია ჩემზე.
ხან ამბობდნენ, რომ მიყიდა ბიძინა ივანიშვილმა, ხან ამბობდნენ, რომ ჩამნერგა ტვ პირველზე სააკაშვილმა. ხან ამბობდნენ, რომ გადამიბირეს არაფორმალური გარიგების შედეგად, ხან რას და ხან რას.
ამბობდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოლიგარქთან რიგში იდგა და საკუთარ თავისუფლება უბრალოდ აქირავებდა – მათგან არ მიკვირს.
ახლა მომისმინეთ – ამ თემაზე ყველაზე მძიმეა ჩემთვის საუბარი, არ განვეკუთვნები ადამიანების კატეგორიას,
ვინც ფიქრობს, რომ ტელევიზიის შიდა ამბები საჯაროდ უნდა გამოიტანოს, ფოტოასლები უნდა გამოფინოს და ილაპარაკოს ამ თემებზე ძალიან ბევრი, თემაზე რომელიც უბრალოდ მორჩა.
და ბოლოს, რადგან ლანძღვის კორიანტელში ჩემი 9 თვის ტყუპებიც გაახვიეს, მაინც მომიწევს ამ თემაზე საუბარი.
„მთავარი არხი“ დაიბადა ჩემს შვილებთან ერთად, ის გავაკეთეთ ჩვენ. როდესაც ჩემი შვილები ჯერ კიდევ სამშობიაროს ბლოკში იყვნენ,
ბოლო კაბელებს ვაერთებდით, რომ არხი მალე გასულიყო ეთერში“, – თქვა ნოდარ მელაძემ თავის მონოლოგში.