თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ის გაოცებულია იმპერატიული ტონით, რომელიც ოპოზიციის ლიდერების მხრიდან მოისმინა.
თაკო ჩარკვიანისთვის გაუგებარია რატომ დაიბლოკა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა.
“საერთოდ გამიკვირდა ეს ცოტა იმპერატიული ტონალობა, რომელიც მგონია, რომ ქართულ პოლიტიკას საერთოდ უნდა მოვაცილოთ. ეს იმპერატიულობა არის, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ ყოველთვის იყენებენ. მე მინდა, რომ ეს – ძალა ერთობაშია შენარჩუნდეს.
30-წლიანი ბლა-ბლა, ის რომ ხალხი თამაშგარე მდგომარეობაშია დატოვებული, პარტერში ჩატოვებული, მაყურებულის როლში აღარ უნდა იყოს. ხალხი უნდა მონაწილეობდეს იმ კვლევაში და პრაიმერში. მე არამგონია, რომ ვეძებდეთ ვინმე დიმიტრი გელოვანს, ასე არ გვაქვს საქმე. მე ვიფიქრე ასეთი რამ, რადგან სააკაშვილმა მაშინ დაასახელა 2018 წელს იმიტომ, რომ მას გამოცდილი ჰყავდა ეს ახალგაზრდა კაცი რეფორმებში. ევროპაში ცნობილ პროექტს უკავშირდება მისი სახელი და გვარი,” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
