გიორგი ახვლედიანი ნინო ბურჯანაძის პარტიას – „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობას“ ტოვებს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ წარმოებული „ბინძური კამპანიის” გამო მიიღო. საუბარია ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომ ის თითქოს „ქართული ოცნების“ არაოფიციალური ექსპერტია. ახვლედიანის განცხადებით, არ სურს, მისი გუნდი თავის მართლების რეჟიმში იყოს.
„რა თქმა უნდა, არჩევნებზე დიდ წარმატებას ვუსურვებ და რაც შეეხება ამ სიბინძურესთან და მსგავს სიბინძურესთან ბრძოლას, ამის წინააღმდეგ ჩემი ძალებით ვიბრძოლებ“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
კომენტარები