საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას მოუსმინეს. პრემიერის მოსმენით 26 ივნისს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდა. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება.
საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მომავალ კვირაში, პარლამენტი რიგგარეშე სესიების ფორმატში იმუშავებს.
საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უნდა განიხილონ.
„რა ბრძანეთ, ძვირფასო?“ – ასე მიმართა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს” წევრს ხათუნა გოგორიშვილს.
კომენტარები