“ნაცი” კეზერაშვილის ამ კვლევამ ვერ აუარა გვერდი იმ ფაქტს, რომ “ქართულ ოცნებას” საზოგადოებაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ყოველთვის ინტერპრეტირებული და ყალბია.
,,2012-ის შემდეგ რა კვლევები არ დაიდო, მაინც “ქართულმა ოცნებამ” მოიგო ყველა დონის არჩევნები. და 31 ოქტომბერსაც მოიგებს და “ევროპულ საქართველოს” – 5% . ახალი, “ძლევამოსილი ალტერნატიული ძალა”, “ლელო” კი “ეფექტური” სამპროცენტიანია. 31 ოქტომბრამდე, უფრო სწორედ, 1-ელი ნოემბრის დილის შედეგებამდე”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები